აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
16.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ.  სადავო გადაცემა "ბიზნეს კოდი" 30 აპრილს გავიდა ეთერში და განათლებაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცლედა განათლების საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესახებ. შესაბამისად განცხადების თანახმად, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.