დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება ელისო კილაძის წინააღმდეგ ქარტიამ დასაშვებად სცნო
07.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გაზეთ "ქრონიკა +-ის" მთავარი რედაქტორის და სტატიის ავტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა მასალა, რომელიც "ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატია ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, ვინაიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.