ძროხების განაყოფიერების შესახებ მასალის გამო ქარტიას მიმართეს
08.06.2018
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის" განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ეკა გაგუასა და ია გულიაშვილის წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში 6 ივნისს გავიდა და ეხებოდა ძროხების ხელოვნურ განაყოფიერებას.

"რეპორტაჟი აკნინებს ევროპის მცდელობებს - რეალურად დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას მეცხოველეობის დარგის განვითარებაში და ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემის ნაცვლად, რაც ნამდვილად ესაჭიროება ქართველ ფერმერს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობს ბენეციფიართა ნიჰილიზმს შესაძლო სასარგებლო აქტივობების მიმართ სოფლის მეურნეობაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.