"იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის მეშვიდე და მეათე პრინციპები დაარღვია
14.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა  ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპები დაარღვია. საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ე.წ. კადრ სინქრონის ფორმით გავიდა ინფორმაცია პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის შესახებ. მასალაზე არ იყო მითითებული ავტორი, არც რედაქციას მოუწოდებია ქარტიისთვის ინფორმაცია თუ ვინ იღებდა პასუხისმგებლობას სადავო მასალაზე, შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხერდა.

განცხადება ქარტიაში შემოიტანა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომელიც მიიჩნევდა, რომ მასალამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და გასაჯაროვდა მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალები. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.