ნატა ქაჯაიამ და ლევან ჯავახიშვილმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი დაარღვიეს
12.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ და წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. 

მათ წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ. ის სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი ვაშაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს და ამასთან მითითების მიუხედავად არ შეასწორეს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.