ეკა გაგუას და მიხეილ სესიაშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ
25.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს, ეკა გაგუასა და მიხეილ სესიაშვილს ქარტიის პრინციპი არ დაურღვევიათ.

მათ წინააღმდეგ ქარტიას ცოტნე მუსელიანმა მიმართა. ის მიიჩნევდა რომ  სვანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის შემდეგი პრინციპები დაირღვა: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. სადავო სიუჟეტის თანახმად, მამას საკუთარი შვილები 8 წლის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი. 

ცოტნე მუსელიანმა ამავე თემაზე მომზადებულ კიდევ ერთ მასალასთან დაკავშირებითაც შემოიტანა განცხადება. ამ საქმეში მოპასუხედ მხოლოდ ეკა გაგუა განისაზღვრა. ეთიკური პრინციპების დარღვევა არც ამ შემთხვევაში დადგინდა.

ქარტიის საბჭო საქმე 21 ივლისს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია და განმცხადებელს დამატებით მასალების წარმოდგენა დაავალა. განსაზღვრულ დროში დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.