3 ნოემბერს ქარტია ხუთ საქმეს განიხილავს
31.10.2018

კატეგორია : ანონსი;
3 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - ფეხბურთის ფედერაცია ipress.geს ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ
მასალა გამოქვეყნდა სათაურით "სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 73 725 ლარი დახარჯა". სტატია ეხება საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის ორგანიზებისთვის დახარულ თანხას. 

სადავო პრინციპები
:
პირველი (სიზუსტე), მესამე (ინფორმაციის მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტს განზრახ დამახინჯება).

  • 13:00 საათი - გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ
სიუჟეტი გავიდა გადაცემაში P.S. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ .

სადავო პრინციპები
:
პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა)

  • 15:00 საათი - სალომე ბელქანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სასამხურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ
მასალა გავიდა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" - "რატომ ხოცავთ ხალხს," - ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტის და დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართავს". ეთერში ნაჩვენები იყო გარდაცვლილთა ახლობლები პირადი ტრაგედიის დროს. 

სადავო პრინციპები: მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)

  • 16:00 საათი - ნიკა გურინი itv.ge-ს წინააღმდეგ
ნიკა გურინი მიიჩნევს, რომ ITV.GE-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით "თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა". სტატია ძიუდოისტების საპროტესტო აქციას ეხება. 

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) 

  • 17:00 საათი - ნიკა გვარამია პირველი არხის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ
4 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებისას წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ. ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა.

სადავო პრინციპები: პირველი(სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.