მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მერვე და მეათე პრინციპი დაარღვია
18.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია. 

სადავო გახდა 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია 6 წლის ბავშვის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება დედის მკვლელობის შესახებ. განმცხადებელი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მიიჩნევდა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დარღვეული იყო, ვინაიდან შეიცავდა პირადი ცხოვრების მძიმე დეტალებს. 

ქარტიის საბჭომ განმცხადებლის მოსაზრებები გაიზიარა და ორივე პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.