07.09.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

"სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი"

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 24-25 სექტემბერს, თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. უპირატესობა მიენიჭებათ ქარტიის წევრებს.

 

22.02.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".

 
14.09.2015
ბათუმი, 12 სექტემბერი, 2015. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა სემინარი ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ, რომელშიც დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
18.04.2015
გორი, 18 აპრილი, 2015. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისთვის ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ.
03.09.2012
ჰოლანდიური ორგანიზაცია “თავისუფალი პრესა” 3-7 სექტემბერს თბილისში, ატარებს საერთაშორისო ტრენინგს მულტიმედიით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.