01.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია მარნეულის ჟურნალისტმა ეკა ერაძემ ქარტიის პირველი -
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას გულნარა ძირკვაძემ მომართა. სადავო სიუჟეტი სოფელ ახალ დიოკნისეში მდებარე სადავო მიწებზე მომზადდა. განმცხადებლის განმარტებით, მასზე და მის ოჯახზე გავრცელებული ინფორმაცია, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჟურნალისტს არ უცდია ამბის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.