27.04.2020
სახელმძღვანელოს ეს ნაწილი ეთმობა რჩევებს შრომის უსაფრთხოებისა და
ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხებზე
ჯანდაცვის ისეთი გლობალური კრიზისის პირობებში, როგორიცაა პანდემია, მედიის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაცული იყოს მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების შრომის, ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება.
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში გთავაზობთ
რჩევებს ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, რაც ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO),
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრის (CDC), ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო
ორგანიზაციის (CPJ), საქართველოს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრისა (NCDC) და SAFE
ინიციატივა IREX-ის რეკომენდაციებს. გარდა ამისა, გაგაცნობთ
ფსიქოლოგების რჩევებს, რაც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნებაში
დაგეხმარებათ.
- იხილეთ სრულად
- იხილეთ სახელმძღვანელოს ყველა თავი ერთ ბმულზე