ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა. სხვდასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა როგორც რეგიონიდან ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საკუთარი მისიის ფარგლებში იღებს იხილავს ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული განცხადებების საფუძველზე; ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებთან; ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას და მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას; ატარებს მედიის მონიტორინგს, კვლევებს და გამოსცემს პროფესიულ პუბლიკაციებს; ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას.

ქარტიას მართავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს საბჭო განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 360 ჟურნალისტია.

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე:

  • 2023 -დღემდე  - ნანა ბიგანიშვილი
  • 2022-2023 - ხატია ღოღობერიძე 
  • 2021-2022 - თამარ რუხაძე 
  • 2020-2021 - კამილა მამედოვა
  • 2018-2020 - ნანა ბიგანიშვილი
  • 2016-2018 - გიორგი მგელაძე
  • 2014-2016 - ნინო ზურიაშვილი
  • 2013-2014 - ნათია კუპრაშვილი
  • 2012-2013 - გიორგი მგელაძე
  • 2011-2012 - ზვიად ქორიძე
  • 2009-2011 - ეთერ თურაძე

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი:

  • 2024-დღემდე - ლია ჩახუნაშვილი
  • 2020-2023 - მარიამ გოგოსაშვილი
  • 2019-2020 - გიორგი მგელაძე
  • 2015-2019 - ნატა ძველიშვილი
  • 2013-2015 - თამარ რუხაძე
  • 2012-2013 - თამარ კორძაია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის "ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის" წევრი

შემოგვიერთდით Facebook-ზე