საინფორმაციო სააგენტოს "სამხრეთის კარიბჭე"
რედაქტორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეში“ ჟურნალისტად, 2019 წლიდან დღემდე არის ამავე გამოცემის რედაქტორი.
მან საბჭოს წევრის პოზიციაზე, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, შეცვალა ირმა ზოიძე, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
„სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი.
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2014 წლიდან მუშაობდა
საინფორმაციო სააგენტო „სივილ პრესში” ჟურნალისტად, შემდეგ კი
რედაქტორად. 2016 წლიდან არის „სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი. 2016
წელს მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის პრიზი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023
წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
„სტუდია მონიტორის" რედაქტორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის
წევრი.
ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020
წლებშიც.
მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).
2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ
მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი
იყო. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“
ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი
დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური
გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის
ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის
პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს გახდა საბჭოს თავმჯდომარე 1 წლის ვადით. 2024 წლის 28 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მეორე ვადით, კიდევ ერთი წლით.
ონლაინგამოცემა Qartli.ge-ს რედაქტორი – 2011 წლიდან.
მანამდე 2006 წლიდან იყო რეგიონალური გაზეთის ,,ქართლის ხმის“ რედაქტორი. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა გამოცემებთან – ინდიგო, ჯემ-ნიუსი, რადიო თავისუფლება.
Qartli.ge ამზადებს მასალებს გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების შესახებ, ასევე, რეპორტაჟებს რეგიონში მცხოვრები, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლებიდან. პირველი რეგიონალური გამოცემა საქართველოში, რომელმაც, ორი მძიმე კონფლიქტის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ხმა ოსურ ენაზე გააჟღერა. ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის საერთო კრებაზე.
სათემო რადიო „მარნეულის“ მულტიმედია ჟურნალისტი.
დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის
სკოლა. 2016 წლიდან მუშაობს სათემო რადიო „მარნეულში“. არის „ქარტიის
პრიზი 2020“-ის გამარჯვებული კატეგორიაში ვიდეორეპორტაჟი
COVID-19-ზე.
ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის
საერთო კრებაზე.