ნინო გელაშვილი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია პროგრამების მენეჯერია. მას მედიაში მუშაობის თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ტელეკომპანია “ფორმულას” ბიზნეს რედაქციის (“ბიზნეს ფორმულა” Powered by Bloomberg) ჟურნალისტი იყო.
ნინო გელაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
ამჟამად ნინო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2017-დან
2023 წლამდე ის ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მოწვეული ლექტორი
იყო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს
2024 წლის 28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.