ირაკლი მსხილაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

ირაკლი მსხილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტია.

2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2005 წლიდან მუშაობდა რადიო „მწვანე ტალღის“ ბათუმის ოფისში. 2006 წელს დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით გენდერულ თემატიკაზე მომზადებული რადიო სიუჟეტისთვის (გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსი). 2008 წლიდან, აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რეპორტიორია, ხოლო 2015 წლიდან გადაცემა „ბუნების კანონის“ ავტორი და წამყვანი. 2017 წელს მედია კონკურსში „სატყეო რეფორმა“ დაჯილდოვდა საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისთვის.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2024 წლის 28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.