ნანა ბიგანიშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

„სტუდია მონიტორის" რედაქტორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 

ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც. 

მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).

2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი იყო. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს გახდა საბჭოს თავმჯდომარე 1 წლის ვადით. 2024 წლის 28 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მეორე ვადით, კიდევ ერთი წლით.