ქარტიის საბჭოს გამოხმაურება

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება მთავარი პროკურორის ვიზიტს აჭარაში, კერძოდ კი ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თემურ დოლიძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. ჩანაწერში ჩანს და ამას ადასტურებენ მედიის წარმომადგენლებიც, რომ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შეუარცხმყოფელი ტონით რეაგირებს ჟურნალისტთა შეკითხვებზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთვის მიუღებელია, როგორც საჯარო მოხელის მსგავსი დამოკიდებულება ჟურნალისტთა მიმართ, ისე უწყების მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მედიისთვის შექმნილი პრობლემები.
ქარტიის საბჭო მიმართავს სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელებს და ახსენებს, რომ ისინი არიან სახელმწიფო მოხელეები და აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, ისევე, როგორც აქვთ ვალდებულება კანონით დადგენილ ვადებში მიაწოდონ მედიას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

Related Articles

Articles Not Nound!