კატეგორია :
განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
გასულ სიუჟეტზე მოსაზრებას აქვეყნებს. შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე მოზარდზე ძალადობის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის განხილვის
თხოვნით საბჭოს განათლების მინისტრმა მიმართა.
არც სიუჟეტის ავტორი და არც რედაქტორი ქარტიის ხელმომწერები არ არიან,
თუმცა ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა უფლებით, განსაკუთრებულ
შემთხვევებში გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრება არახელმომწერ
ჟურნალისტთა საქმეებზე. დაირღვა თუ არა პროფესიული და ეთიკური
სტანდარტები და როგორია საბჭოს არგუმენტები, იხილეთ თანდართული
დოკუმენტი.
მოსაზრება - საზოგადოებრივი მაუწყებელი