კატეგორია :
განცხადებები;
2013 წლის 28 მარტს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომა. სხდომაზე დაკმაყოფილდა თამარ კორძაიას
განცხადება და მას შეუწყდა ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის
უფლებამოსილება.
თამარ კორძაია ეთიკის ქარტიაში 2012 წლის თებერვლიდან
მუშაობდა. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი
განხორციელებულა, მათი გარკვეული ნაწილი დღემდეც მოქმედებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის
პოზიციაზე კონკურსი უკვე გამოაცხადაია.