ქარტია, გელა მთივლიშვილის ინცინდენტზე, რეაგირებას მოითხოვს

კატეგორია : განცხადებები;
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელმა, კოტე ხმალაძემ, გელა მთივლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებით დარბაზიდან გააგდო. ინციდენტი დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხდა.

მნიშვნელოვანია, რომ გელა მთივლიშვილი მუშაობდა სტიქიით დაზარალებულ პირთა დახმარების თემებზე და მისი ერთ-ერთი სტატია მიეძღვნა დაზარალებული ვანო ჭანყოშვილს, რომელსაც დახმარება არ მიუღია. ჟურნალისტი, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას მოპოვებას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს ჟურნალისტების მიმართ საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავსი კომუნიკაციის არსებობას. აუცილებელია, რომ საჯარო მოხელეებს გაცნობიერებული ჰქონდეთ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.

ქარტია მიესალმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა მონიტორინგის სამსახურის მიერ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებას და იმედოვნებს, რომ მოკლვევის შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება საჯარო.

Related Articles

Articles Not Nound!