ქარტიის საბჭოს განცხადება გიორგი გირკელიძის საქმესთან დაკავშირებით

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს, რომელსაც ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გოჩა ძიმისტარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ პოსტით ბრალი დასდო ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის და სპეცსამსახურის დაკვეთით ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნებაში, ამასთან შეეხო მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, როგორც მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს საჯარო პირების, პოლიტიკოსების თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციას და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. დაუშვებელია ჯანმრთელობის საკითხებით მანიპულირება. იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შენარჩუნებული იყოს ჯანსაღი მედიაგარემო და ამომრჩევლებმა მიიღონ საჭირო ინფორმაცია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა.

Related Articles

Articles Not Nound!