კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ GNCC-ს მორიგ განცხადებას ეხმიანება

კატეგორია : განცხადებები;
აქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 დეკემბერს სპეციალური განცხადებით უპასუხა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს, რომლის მიხედვით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის / თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კომისიის განცხადებაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოხსენიებულია როგორც ,,არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის” გამავარცელებელი ორგანიზაცია.

თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მედიასაშუალებებთან გაკეთებულ კომენტარში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოლიტიკურ მიკერძოებაზე ისაუბრა და ორგანიზაცია ,,პოლიტიკური დავალების შემსრულებლად” მოიხსენია. მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაციის საპასუხოდ, შეუფერებელია დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრისთვის, რომელსაც უმნიშნელოვანესი სფეროს, მედიისა და კომუნიკაციების რეგულირება აქვს მინდობილი.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სადავო კანონპროექტის მხარდამჭერი განცხადების შემთხვევაში, საინტერესოა კომისიის მიერ საჯარო განცხადებების მიღების პროცედურა. მიუხედავად განმარტების მოთხოვნისა, კოალიციისთვის დღემდე უცნობია, აღნიშნული განცხადების ავტორი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იყო, თუ კომისიის ყველა წევრი.

Related Articles

Articles Not Nound!