კატეგორია :
განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება
ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც
ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ
ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკანონო მშენებლობის თემაზე
მუშაობისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტსა და
ოპერატორს.
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად, ადეკვატურად გამოიძიონ
აღნიშნული ინციდენტი.
მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა ჟურნალისტს მიეცეს პროფესიული
საქმიანობის თავისუფლად განხორციელების უფლება, რისი
უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.