ქარტიის საბჭო “გურიის მოამბის” რედაქტორთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვს

კატეგორია : განცხადებები;
9 სექტემბერს “გურიის მოამბის” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს .

მუქარის შესახებ თეა იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

Related Articles

Articles Not Nound!