ქარტიის საბჭოს განცხადება გია ვოლსკის მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების მუქარაზე

კატეგორია : განცხადებები;
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 17 სექტემბერს, პარლამენტში ჟურნალისტი ცდილობდა კითხვების დასმას, რამაც მმართველი პარტიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია. რის შემდეგაც გია ვოლსკი მას აკრედიტაციის შეჩერებით ემუქრება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დეპუტატის მხრიდან ამგვარი მუქარა მიუღებელია. ჟურნალისტის ფუნქცია კრიტიკული და ზოგჯერ რესპონდენტისთვის მიუღებელი კითხვების დასმაა. დეპუტატი კი ვალდებულია უპასუხოს ყველა შეკითხვას. ჟურნალისტები საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების წამოწევას ცდილობენ, სწორედ ამიტომ მედიასთან ჯანსაღი კომუნიკაცია კანონმდებლების ანგარიშვალდებულების ნაწილია.

აკრედიტაციის შეჩერებით დამუქრებამ შესაძლოა, სამომავლოდ ხელი შეუშალოს ჟურნალისტების თავისუფლებას ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცლეების პროცესში. ამიტომ მოვუწოდებთ როგორც გია ვოლსკის ასევე, ხელიუფლების სხვა წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ამგვარი მუქარისგან. მართალია, მათ აქვთ უფლება, არ უპასუხონ დასმულ შეკითხვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უარის თქმას თან არ სდევდეს რაიმე ტიპის მუქარა.

ქარტიის საბჭო შეშფოთებული ადევნებს თვალს ბოლო დროს განვითარებულ ტენდენციას, კერძოდ მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ინცინდენტები ქმნის მედიისთვის არაჯანსაღ გარემოს, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

Related Articles

Articles Not Nound!