ქარტიის საბჭოს განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” მომხდარ ინციდენტზე

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორმა, რომელიც მისი მედია საშუალების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.  ეკა გულუა ამბობს, რომ „მედიაცენტრ მთავარში,“ კერძო მედიასაშუალების ოფისში, უკვე მეორედ შეიჭრნენ უცხო პირები პრესკონფერენციის ჩაშლის მოტივით”.

მედიაცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მათ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან “ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები”. ეკა გულუა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მოახდინონ დროული და ადექვატური რეაგირება მედიაცენტრის ოფისში მომხდარ ინციდენტზე, დროულად გამოავლინონ შესაძლო დამნაშავე პირები და უზრუნველყონ სამომავლოდ მედია ორგანიზაციის მუშაობაში ხელშეშლის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლონ აღნიშნულ ინციდენტში მათი წევრების შესაძლო მონაწილეობის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

Related Articles

Articles Not Nound!