ქარტია მოუწოდებს მედიას, სიფრთხილით გააშუქოს დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ იმ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან, რაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფიგურირებს.

საუბარია მედიკამენტებზე, რომელიც გარდაცვლილი ახალგზარდა ქალის ავტომანქანაში აღმოაჩინეს. ქარტიის ინფორმაციით, მედია ცდილობს დაადგინოს ამ მედიკამენტების დასახელება.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამ ინფორმაციის [მედიაკამენტების დასახელებების] საჯაროდ გავრცელება.

მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა წაახალისოს თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობის განზრახვა. ერთ-ერთი ასეთი კი იმ საშუალებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაა, რაც იწვევს სიკვდილს.

ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ სუიციდის შემთხვევების პრევენციისთვის.

Related Articles

Articles Not Nound!