მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს დროში გამოიძიონ “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მედიორგანიზაციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.

Related Articles

Articles Not Nound!