ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ვახო სანაიას განცხადებით, აგრესია მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ გაჩნდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.

Related Articles

Articles Not Nound!