მოვუწოდებთ შსს-ს დროულად გამოიძიოს რადიო „მარნეულის” ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი

კატეგორია : განცხადებები;
რადიო „მარნეული” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2021 წლის 3 მარტს მის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქებისას მუშაობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე კომპანია „აკელიკის” თანამშრომლების აქციას აშუქებდა. რეპორტიორს ტელეფონი წაართვეს და ვიდეოს გადაღება აუკრძალეს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების მზარდი ტენდენციის ფონზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს რადიო „მარნეულის” ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომხდარი ფაქტის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, მოახდინონ მასზე სათანადო რეაგირება და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჟურნალისტთა უსაფრთხოების დასაცავად.

Related Articles

Articles Not Nound!