კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება

კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 09 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ტელეკომპანია ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგნიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Related Articles

Articles Not Nound!