კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ

კატეგორია : განცხადებები;

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მედიაკლუბი

Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

მედიის განვითარების ფონდი MDF

Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

Სატელევიზიო ქსელი

Related Articles

Articles Not Nound!