დარღვეული პრინციპები :
1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 12
საქმეზე - ბადრი
ნანეტაშვილი სულიკო
(საბა)
წიწიკაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს
თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე
საბჭოს წევრები:
ნინო ზურიაშვილი, ნათია როყუა, დავით მჭედლიძე, მაია მეცხვარიშვილი,
ია მამალაძე.
აღწერილობითი ნაწილი
2012 წლის 20 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა ბადრი ნანეტაშვილმა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის"
რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მეთერთმეტე პრინციპები.
განცხადების თანახმად, დარღვევა გამოიწვია "შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრის" ვებ გვერდზე (
http://qartli.ge) გამოქვეყნებულმა
ნიუსმა/სტატიამ სათაურით
"ბადრი ნანეტაშვილმა ბიძინა ივანიშვილს
ათმაგი თანხა გამოართვა", რომელიც შეეხებოდა ააიპ საზოგადოებრივი
მოძრაობა "ქართულ ოცნებას" და ტელერადიოკომპანია
"თრიალეთს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საეთერო დროის
დათმობის შესახებ. საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად
ცნეს. საქმის განხილვას ესწრებოდა მოპასუხე და განმცხადებლის
წარმომადგენელი ლევან გეგეშიძე. განცხადების თანახმად "შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრმა" 2012 წლის 13 იანვარს გაავრცელა
ინფორმაცია სათაურით:
"ბადრი
ნანეტაშვილმა ბიძინა
ივანიშვილს ათმაგი
თანხა
გამოართვა" განმცხადებლის
პოზიციით სტატიის სათაურით და მისი შინაარსით დარღვეულ იქნა ქარტიის
პრინციპები. პირველ პრინციპთან მიმართებით განმცხადებელი
აღნიშნავდა, რომ ბადრი ნანეტაშვილი არ წარმოადგენს ტელერადიოკომპანიის
დირექტორს (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს), ხელს არ აწერდა
ხელშეკრულებას და შესაბამისად ვერც "გამოართმევდა" დამკვეთს
თანხას. ასევე აღნიშნავს, რომ დამკვეთმა ისარგებლა არა ერთსაათიანი
საეთერო დროით არამედ ორჯერ 90 წუთით, აღნიშნულის დასადასტურებლად კი
მოჰყავს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული მიღება
ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება. განმცხადებლის აზრით ნიუსის
ავტორი ვალდებული იყო დაკავშირდებოდა ტელერადიოკომპანიის უფლებამოსილ
პირს, დირექტორ ჯონდო ნანეტაშვილს და მისგან მიეღო დამატებითი
ინფორმაცია მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის
შესახებ. განმცხადებელი ფიქრობს, რომ რეალური ფაქტების არ გაშუქებით
და არსებითად არასწორი ინფორმაციის გადაცემით ასევე დაირღვა
მესამე და მეთერთმეტე პრინციპები. საბა წიწიკაშვილმა წარმოდგენილ
შეპასუხებაში დააყენა საბჭოს წევრების აცილების საკითხი. მისი აზრით
ვინაიდან საბჭოს რამდენიმე წევრის მიმართ ბატონი ბადრის
არაკეთილგანწყობა აშკარა იყო, ბატონ ბადრის ეს გარემოება საშუალებას
მისცემდა რომ საბჭოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. საბა
წიწიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გადაამოწმა "ქართული ოცნების" მიერ
წარდგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული თანხების დროსთან შესაბამისობა და
მიიჩნია, რომ ვინაიდან 1 წთ "პირდაპირი ეთერის"
ღირებულება 15-20 ლარი ღირს ერთ საათიანი პირდაპირი
ტრანსლირებისთვის 10 000 ლარის გადახდა არ იყო საჭირო და სწორედ
ამიტომ ჩათვალა რომ ათმაგი თანხა იქნა გადახდილი. საბჭოს
წევრებმა თავდაპირველად იმსჯელეს ბატონი საბა წიწიკაშვილის
შუამდგომლობაზე საბჭოს წევრების აცილებასთან დაკავშირებით.
ბატონმა საბამ დაადასტურა რომ აცილების საფუძველს წარმოადგენს
არა მისი დამოკიდებულება საბჭოს წევრების მიმართ არამედ ვარაუდი, რომ
ბატონმა ბადრიმ შეიძლება შემდგომში მოახდინოს აპელირება საბჭოს
წევრების მიკერძოებაზე. ბადრი ნანეტაშვილის წარმომადგენელმა
ლევან გეგეშიძემ განაცხადა, რომ მათ არა აქვთ მსგავსი დამოკიდებულება
საბჭოს წევრების მიმართ და არ თვლიან/ჩათვლიან რომ რომელიმე მათგანი
მიკერძოებული იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით,
რომ ქარტიის საქმის წარმოების წესი აცილების ინსტიტუტს არ იცნობს,
საბჭომ ჩათვალა რომ საბჭოს ყველა დამსწრე წევრს შეეძლო მონაწილეობა
მიეღო სხდომაში შესაბამისი უფლებამოსილებით. დამსწრე მხარეები საბჭოს
წევრების მიერ ასევ დამატებით იქნან გამოკითხულნი. გამოკითხვის დროს
განხილული იქნა ამავე საკითხთან დაკავშირებული და
http://qartli.ge ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით
"რას გვეუბნება ნანეტაშვილსა და
ივანიშვილს შორის დადებული ხელშეკრულება". ამ სტატიაში ავტორი არ
ეთანხმება ტელერადიოკომპანია თრიალეთის მოსაზრებას რომ მათ თანხა
განსაზღვრეს როგორც "პოლიტიკური რეკლამა" და უთითებს რომ
ხელშეკრულების არც ერთ მუხლში, "პოლიტიკური რეკლამის"
მიმანიშნებელი არც ერთი პუნქტი არ არის. "თრიალეთს" არც იმის
ვალდებულება აუღია, რომ მის პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივი (და არა
პოლიტიკური) მოძრაობის" პრეზენტაცია "პოლიტიკური რეკლამის"
წარწერით გასულიყო.
სამოტივაციო
ნაწილი საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია რომ
ძირითადად საჭირო იყო მომხდარიყო შეფასება იმისა, თუ რამდენად
სწორადაა მითითებული ბადრი ნანეტაშვილი როგორც სარგებლის
მიმღები პირი და მართლა 10 ჯერ მეტი თანხა იქნა გადახდილი თუ არა.
ორივე ეს გარემოება მტკიცებით ფორმაში ჰქონდა მოცემული სტატიის ავტორს
და როგორც დადასტურებული ფაქტი ისე გავრცელებული. საბჭო
იზიარებს განმცხადებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბადრი
ნანეტაშვილი არ წარმოადგენსტელე რადიოკომპანია "თრიალეთის"
დირექტორს/წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირს, მაგრამ ეს არ
არის არგუმენტი იმის დასადასტურებლად რომ ბადრი ნანეტაშვილი არ
შეიძლება გაიგივებული იყოს ტელერადიოკომპანია "თრიალეთთან".
საწინააღმდეგოდ, საჯარო გამოსვლებსა თუ შეხვედრებზე ბადრი
ნანეტაშვილი ყოველთვის წარმოადგენს აღნიშნულ ტელეკომპანიას და
შესაბამისად ასოცირდება მასთან. იურიდიული კაზუისტიკის კუთხითაც
ტელეკომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეს და რეალურად სარგებლის მიმღებს
წარმოადგენს ბატონი ბადრი, ვინაიდან იგი არის ტელერადიოკომპანიის 50
წილის მფლობელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო
მიიჩნევს, ბადრიი ნანეტაშვილის, როგორც სარგებლის მიმღებად
დასახელებით ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. იმისათვის, რომ
დადგინდეს რამდენად შეესაბამება დადასტურებულ ფაქტს ათმაგი თანხის
გადახდა, საჭიროა ჯერ განსაზღვრულ იქნას თამასა რომელთან
მიმართებით შეიძლება ყოფილიყო თანხის ოდენობა ათმაგი.
თავის მხრივ თამასის დასადგენად სტატიის ავტორს სულ მცირე სჭირდებოდა
ორი მონაცემი, შესყიდული საეთერო დროის ზუსტი ხანგრძლივობა და
ამ დროის ფასი. სტატიაში
"ბადრი
ნანეტაშვილმა ბიძინა
ივანიშვილს ათმაგი
თანხა
გამოართვა" ავტორი უთითებს
რომ ეთერის ხანგრძლივობა იყო ერთი საათი ხოლო მეორე სტატიაში
"რას გვეუბნება ნანეტაშვილსა და
ივანიშვილს შორის დადებული ხელშეკრულება" ხანგრძლივობად
მითითებულია 50 წუთი. აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი
მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საპირისპიროდ
განმცხადებელი უთითებს სამართლებრივი ხასიათის მქონე დოკუმენტებზე,
მიღება-ჩაბარების აქტზე და ხელშეკრულებაზე, რომელთა თანახმად საერთო
საეთერო დროის ხანგრძლივობა შეადგენდა ორჯერ 90 წუთს. აღნიშნულიდან
აშკარაა რომ სტატიის ავტორი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ხანგრძლივობის
შესახებ. საეთერო დროის ღირებულებასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის
კამათი ძირითადად განვითარდა იმ მიმართულებით, რომ იყო თუ არა ეს
პოლიტიკური რეკლამა და მისი ღირებულება უნდა
განსაზღვრულიყო თუ არა იმ ტარიფებით, რომელიც დადგენილია
პოლიტიკური რეკლამისათვის. საბჭო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის
გაფორმებული ხელშეკრულება ეს არის მათი თავისუფალი ნების გამოხატვა და
შესაბამისად შეეძლოთ დამოუკიდებლად განესაზღვრათ როგორც
ღირებულება ისე გადაცემული მასალის სტატუსი. საწინააღმდეგოდ არ
ჩანს სტატიის ავტორის მცდელობა რომ გადაემოწმებინა/მოეპოვებინა
ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სტატუსით შეაფასეს მხარეებმა
შეძენილი/გასხვისებული დრო, მოეპოვებინა კომპეტენტური მესამე
პირებისგან კომენტარი თუ რა შეიძლება ჩათვლილიყო პოლიტიკურ რეკლამად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს რომ საბა
წიწიკაშვილის მიერ დარღვეულ იქნა ქარტიის პირველი პრინციპი,
ვინაიდან მას არ ჰქონდა საკმაო და უტყუარი ინფორმაცია
იმისათვის, რომ ათმაგი თანხის გადახდა, როგორც ფაქტი, ისე
გაევრცელებინა. რაც შეეხება მესამე და მეთერთმეტე
პრინციპს, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული, რომ საბა წიწიკაშვილი
ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რა ფაქტობრივ
გარემოებებს ჰქონდა ადგილი, საბჭო არ მიიჩნევს დარღვეულად მესამე და
მეთერთმეტე პრინციპს.
სარეზოლუციო
ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, საბა
წიწიკაშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი
პრინციპი.
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრს, საბა წიწიკაშვილს
არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-3 და მე-11
პრინციპები.
- აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი
წესების შესაბამისად.