გადაწყვეტილება საქმეზე – MDF მარი ჩიტაიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი;
მოპასუხე : მარი ჩიტაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება
30 ივნისი, 2017 წელი

საქმეზე N 144  –   მედიის განვითარების ფონდი   მარი ჩიტაიას  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი

მოპასუხე: მარია ჩიტაია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF),  რომელიც მიიჩნევდა,  რომ  2017 წლის 17 მაისს, გაზეთ „რეზონანსის“ ბეჭდურ გამოცემასა და ონლაინ პლატფორმაზე, მარი ჩიტაიას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები, ირანელები და თურქები ინაწილებენ“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი. სტატია ეხებოდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიყიდვას, რაც პრობლემად იყო  წარმოჩენილი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის პირველი პრინციპის ქვეშ მოიზრება ჟურნალისტის ვალდებულება, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაცია გადაამოწმოს ყველა შესაძლო და შესაბამის წყაროსთან და მხოლოდ გადამოწმებული სახით გაავრცელოს. სტატიის ქვესათაურად გამოტანილია: მცხეთისმუნიციპალიტეტში 3-4 ახალი სოფლის შექმნა იგეგმება უცხოელთა კომპაქტურიჩასახლებით, სტატიიდან ჩანს, რომ აღნიშნული და სხვა ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მთავარი წყაროა სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი, რომელთან ინტერვიუც სტატიის ძირითადი ნაწილია. რესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ მცხეთის რაიონში ერთერთმა ირანელმა იყიდა მიწა, რომელსაც ახლა პატარპატარანაწილებად ყოფს და თავისი თანამოქალაქეები ჩამოჰყავს გაერო კვლევებში გაცხადდაკიდეც, რომ 2050 წელს ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაშიაღმოვჩნდებით და ეს საფრთხე არის რეალური“. არ არის გადამოწმებული არც ერთი ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას. მაგალითად, სტატია არ შეიცვას მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მცხეთის მუნიციპალიტეტში 3-4 ახალი სოფლის შექმნა იგეგმება უცხოელთა კომპაქტური ჩასახლებით. მეტიც, როგორც საბჭომ მოიძია გაერო ახდენს ზოგადად ქვეყნებში მოსახლეობის საერთო ოდენობების პროგნოზირებას და არა იმას, ამ მოსახლეობაში რამდენი იქნება კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წილი. შესაბამისად დადასტურებულად არასწორია, თითქოს გაერომ განაცხადა, რომ  „2050 წელსქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით“.

სტატიაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების  თანახმად საერთო მიწის ფონდის მხოლოდ 0,01%-ია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდული, მაგრამ ამ სტატისტიკას რესპონდენტი არ ენდობა და უარყოფს: მაგრამ ეს აშკარად არასწორია, სტატიაში არ ჩანს დამაზუსტებელი კითხვა ან ჟურნალისტის მცდელობა, გამოეკვლია თუ რის საფუძველზე აყენებს ეჭქვეშ რესპონდენტი სტატისტიკურ მონაცემებს.   მხოლოდ ერთი წყაროს მიერ მოწოდებული, „გავრცელებული“ და ჭორის ელფერის მქონე ინფორმაციის გადაუმოწმებელად გავრცელებით ქარტიის პირველი პრინციპი ირღვევა.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაციამხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოსდოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მიუთითებდა ინფორმაციის გაყალბებაზე. კერძოდ, სტატიაში მითითებულია ციტატა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელის გოჩა ჯამარაულის კომენტარიდან, სადაც ის ეხმაურება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შეძენას – ეს მიწები 2008 წელს იყიდეს ერთმა ქართველმა და ერთმაარაბმა ბიზნესმენმა, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც არაკანონიერი იყო . განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები [სხვა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული იგივე განცხადება], რომლის თანახმადაც გოჩა ჯამარაული რეალურად ამბობს, რომ: „გაყიდვის პროცესიც კანონიერი იყო“. საბჭომ განიხილა აღნიშნული გარემოება, შეაფასა სავარაუდოდ გაყალბებული წინადადების გრამატიკული წყობა [სხვა წინმსწრები სიტყვების ბრუნვა და ა.შ.] და მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, კერძოდ არ ჩანს ჟურნალისტის მიზანმიმართული მცდელობა, რომ სიტყვა „კანონიერი“ შეეცვალა ტერმინით „არაკანონიერი“.  შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ მე-3 პრინციპი სადავო სტატიაში არ დარღვეულა.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერდისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერიპირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალურიორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. ქარტიის საბჭომ შეაფასა სადავო სტატია და მიიჩნევს, რომ სატატიაში საკითხი გაშუქებულია ქსენოფობიური კონტექსტით. ქვეყანაში არსებული მაღალი ქსენოფობიური ფონის გათვალისწინებით, გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწების შეძენასთან დაკავშირებით ხელს უწყობს ამ ფონის გაძლიერებას. რესპონდენტის  მიერ ისეთი ტერმინების გამოყენება  მიწაზე საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებით, როგორიც არის „ინაწილებენ“ [რომელსაც არავითარი სამართლებრივი დატვირთვა არა აქვს] და ამ ტერმინის ჟურნალისტის მიერ სტატიის სათაურად გამოყენება აჩვენებს, რომ სტატია აქცენტირებულია არა საკითხის სიღრმისეულად გაშუქებაზე, არამედ ემოციური ფონის შექმნასა და გაძლიერებაზე. ასეთ მიდგომას ადასტურებს გარემოება, რომელზეც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილშიც იმსჯელა. კერძოდ, რესპონდენტი უარყოფს საჯარო რეესტრის სტატისტიკას, ჟურნალისტი კი არ იძიებს თუ რატომ დგას სტატისტიკა ეჭქვეშ. სტატიაში საერთოდ არ არის საუბარი იმ ეკონომიკურ დადებით ან უარყოფით ეფექტზე რაც თან ახლავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწების შეძენას და ძირითად ხაზად რჩება რესპონდენტის პოზიცია, რომ „მოჯამაგირედ“ და „პირუტყვის მომვლელად“ მოწვეული უცხოელები, ქართველებს ყრიან კუთვნილი მიწებიდან.  საერთო ჯამში საბჭო მიიჩნევს, რომ სტატია აქცენტირებულია არა გადამოწმებული ფაქტების  გავრცელებაზე ან საკითხის რეალურად შესწავლაზე, არამედ ახალისებს ქსენოფობიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარი ჩიტაიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
  2. მარი ჩიტაიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!