გადაწყვეტილება საქმეზე - ლევან დავითაძე ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ლევან დავითაძე;
მოპასუხე : ჟანა აკოფაშვილი;

07 აპრილი  2022 წელი

საქმე N – 535

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლევან დავითაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, სათაურით: „გამდიდრებული ვიცე მერი“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი, სიუჟეტის ავტორი - ჟანა აკოფაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს/ტელევიზიას შეპასუხება არ წამოუდგენია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

განცხადებაში ლევან დავითაძე მიუთითებდა, რომ სადავო სიუჟეტში მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის:

1.      ჟურნალისტის ტექსტი „თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი, ჯაბა სურმანიძე მთავრობის აპარატის უფროსის, ლევან დავითაძის მეჯვარეა“ არასწორია; რომ ჯაბა სურმანიძე არ არის მისი მეჯვარე და აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგინა ჯვრისწერის მოწმობა.

2.      „ვიცე მერობამდე ლევან დავითაძე "ბათუმის წყალისდირექტორი იყო. მისი გამდიდრების ხანა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება“. აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი, ვინაიდანბათუმის წყალშიმუშაობის პერიოდში (2020 წელი) არ შემიძენია არანაირი უძრავი თუ მოძრავი ქონება, რაც დასტურდება დეკლარაციებით და ამონაწერებით, ამ პერიოდში ასევე არ ამიშენებია არანაირი სახლი და ის ავაშენებათუმის წყალშიმუშაობამდე.

3.      "ლევან დავითაძესშაბათის მთავარიმთელი დღე ელოდა და ბოლოს საკუთარი თანაგუნდელების მსგავსად უკანა გასასვლელიდან გაიპარა“. მთელი დღის განმავლობაში არავის მიუმართავს მერიის პრესსამსახურისთვის არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, უფრო მეტიც, ჩემს ტელეფონზე პარასკევს მთელი დღის განმავლობაში არავინ შემხმიანებია, ზარი შემოვიდა მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ 20 საათსა და 15 წუთზე, რაზეც SMS პასუხი გაეგზავნა, რომ დაკავებული ვიყავი მოცემული მომენტისათვის და ან მოეწერათ, ან მოგვიანებით დაერეკათ, რა სურდათ, თუმცა უპასუხოდ. პასუხი SMS შეტყობინებაზე 18-საათიანი დაგვიანების შემდგომ მოვიდა, მომდევნო დღეს 14 საათსა და 20 წუთზე, უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გადაცემა პრაქტიკულად მომზადებული.

 

სხვა გარემოებები, რომელთა უზუსტობაზეც მიუთითებდა განმცხადებელი, აღნიშნულია თანდართულ განცხადებაში.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე:ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულებები სადავო მასალაში უგულებელყოფილია, შესაბამისად, სახეზეა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.  განმცხადებელი ძირითადად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ეს კი შეესაბამება ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტაციას და მასზე საბჭომ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, იმავე საფუძვლით არ და ვერ დადგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღევა.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. არ დადასტურდა, რომ განმცხადებელმა ჟურნალისტს/მედია საშუალებას მიმართა გასწორების მოთხოვნით, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ჟანა აკოფაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!