ქარტიის საბჭოს განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში. საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა. მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია.

Related Articles

Articles Not Nound!