კატეგორია :
განცხადებები;
თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამართული აქციების
გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის
განხორციელებისას. მათი ცნობით,
"ლიბერალის" ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორს
ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. "ლიბერალის" კიდევ ერთ
ჟურნალისტს,
სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი
წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა." ფიზიკური ძალადობის შესახებ
საუბრობს "Palitra New-ის" ჟურნალისტიც.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით
დასჯადი დანაშაულია. თსუ-ში აქციები კვლავაც გრძელდება,
მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული
საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება და შეძლონ
აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს,
უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების
უსაფრთხო სამუშაო პირობები.
//