ქარტიის განცხადება TV3-ის ჯგუფის დაკავებაზე

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების გამო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის წევრები ბელა ზაქაიძე , ვახტანგ ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი კონფლიქტის ზონაში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, იზრუნონ ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ქარტია ასევე მიმართავს ცხინვალში მომუშავე კოლეგებს, დაინტერესდნენ შექმნილი ვითარებით.

Related Articles

Articles Not Nound!