გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე ელენე მეჩიტოვა, ინა სუკიასიანი და ედიტა ბადასიანი – ARTINFO.GE-სა და "2030-ის- წინააღმდეგ
17.03.2016

განმცხადებელი : ელენე მეჩიტოვა;
მოპასუხე : მაკა ცინცაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 79
27 თებერვალი 2016  წელი

საქმეზე - ელენე მეჩიტოვა,  ინა სუკიასიანი და ედიტა ბადასიანი - ვებ გვერდ ARTINFO.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის  ავტორის, ასევე მაკა ცინცაძის,  ნათია ხართიშვილის და  ზურაბ პატარიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებლები: ელენე მეჩიტოვა,  ინა სუკიასიანი და ედიტა ბადასიანი

მოპასუხე: ვებ გვერდ ARTINFO.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის  ავტორი, მაკა ცინცაძე,   ნათია ხართიშვილი და  ზურაბ პატარიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ელენე მეჩიტოვამ,  ინა სუკიასიანმა და ედიტა ბადასიანმა.  განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ARTINFO.GE-ზე გამოქვეყნებული მასალებით, ასევე ტელეკომპანია GDS_ის გადაცემა "2030-ში" გასული სიუჟეტით [წამყვანი მაკა ცინცაძე, სიუჟეტის ავტორები: ნათია ხართიშვილი  და    ზურაბ პატარიძე] დაირღვა ქარტიის პირველი,  მე_3, მე_5, მე_7 და მე_11 პრინციპები.

სადავო მასალა/სიუჟეტები  ეხებოდა კონკრეტულ ფაქტს,  კერძოდ, ანონიმური ავტორის მიერ YouTube-ზე განთავსდა ვიდეო სახელწოდებით "სომხური საქორწილო ცეკვა", სადაც  ცეკვა "დაისს" ასრულებდა "გევორქიანის ცეკვის აკადემია".

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრნენ განმცხადებელები. მაკა   ცინცაძეს,  ნათია ხართიშვილს და ზურაბ პატარიძეს შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც სხდომას დასწრებიან.  ARTINFO.GE-მ წარმოადგინა შეპასუხება, სადაც აღნიშნა, რომ მათ გაავრცელეს მხოლოდ სხვადასხვა პირების facebook სტატუსები,  ასევე განათავსეს მეორე მხარის [ვართან გევორქიანის] პოზიცია და შესაბამისად ადგილი არ ჰქონდა ARTINFO.GE მხრიდან ქარტიის პირნციპების დარღვევას.

საბჭოს სამდივნოს მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სტატიის ავტორი კონკრეტული ჟურნალისტის იდენტიფიცირება. ARTINFO.GE-მ არ დააკმაყოფილა საბჭოს სამდივნოს თხოვნა, რომ ეცნობებინა სტატიის ავტორი ჟურნალისტი ან ზოგადად მასალაზე პასუხისმგებელი რედაქტორის ვინაობა.

სამოტივაციო ნაწილი: 

განსახილველ განცხადებასთან დაკავშირებით  საბჭომ დადგენილ გარემოებებად სცნო:

  1. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს "გევორქიანის ცეკვის აკადემია", რომლის რეპერტუარშიც შედის სხვადასხვა ქვეყნის ცეკვების შესრულება.
  2. პორტალ YouTube-ზე ანონიმურმა ავტორმა ატვირთა ვიდეო, სადაც გევორქიანის ცეკვის აკადემია ასრულებს ცეკვა დაისს, ვიდეოს სახელწოდებად მითითებული იყო "სომხური საქორწილო ცეკვა"
  3. ვიდეო არ ატვირთულა "გევორქიანის ცეკვის აკადემიის" და არ დგინდება კავშირი აკადემიასა და იმ პირს შორის, ვინც ვიდეო განათავსა Youtube-ზე.
  4. "გევორქიანის ცეკვის აკადემიამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ აკადემიას არავითარი საერთო არ აქვს ვიდეოს გამავრცელებელთან და ვიდეო გავრცელდა მათი თანხმობის გარეშე. განცხადების თანახმად, ცეკვის შესრულებისას ისინი ყოველთვის უთითებენ იმ ქვეყნის შესახებ, რომლის ცეკვასაც ასრულებენ.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

გადაცემა "2030-ში" გასული სიუჟეტის ნაწილში: სიუჟეტის დაწყებამდე წამყვანი მაკა ცინცაძე მოკლედ აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და მის მიერ  გავრცელებული ფაქტობრივი გარემოებები [ქართულ ცეკვას ასრულებს სომხური ანსამბლი და ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე "სომხური საქორწილო ცეკვის" სახელით]  შეესაბამება სიმართლეს, ასევე ცინცაძის შესავალი სიტყვა არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს. თავად სიუჟეტში, საბჭოს პოზიციით, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპის ის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ინფორმაცია გავრცელებამდე გადამოწმებული უნდა იყოს ყოველმხრივ. თავად სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ "სომხურმა ცეკვის ანსამბლმა" [აქვე აღსანიშნავია, რომ ცეკვის ანსამბლს ერქვა არა "სომხური" არამედ  "გევორქიანის ცეკვის აკადემია"] ცეკვა "დაისი" მიითვისა და ის "სომხურ საქორწინო ცეკვად" გამოაცხადა, რაც ფაქტად იყო მიწოდებული რესპოდენტებისათვის. მაგალითად ერთ - ერთი რესპოდენტი რეპლიკის სახით აღნიშნავს "ესენი თუ ასე ითვისებენ", თავად ჟურნალისტი კი უთითებს: "ქართული ცეკვის სომხურ საქორწილო ცეკვად გამოცხადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება...".

სიუჟეტის ავტორს არ გადაუმოწმებია ინფორმაცია,  "დაისის" შესრულებისას  "გევორქიანი ცეკვის აკადემია"  მოიხსენიებდა თუ არა მას სომხურ ცეკვად. ჟურნალისტს ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტობრივი გარემოებისადმი, რომ "დაისის" შესრულების ვიდეო ატვირთული იყო ანონიმური ავტორის მიერ და ვიდეოს სახელწოდებაც "სომხური საქორწილო ცეკვა" ამ ავტორის მიერ იყო შერჩეული. თავის  მხრივ   YouTube-ი არ ზღუდავს მომხმარებლებს სახელის შერჩევაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ცხადი იყო, რომ ანონიმური ავტორის მიერ  ვიდეოს სახელწოდებად "სომხური საქორწინო ცეკვის"  გამოყენება არ ნიშნავდა,  რომ "გევორქიანის ცეკვის აკადემიამ" დაისი მიითვისა ან ცეკვას ავრცელებდა როგორც "სომხური საქორწინო ცეკვა".  ჟურნალისტს მინიმუმ უნდა აღენიშნა, რომ "მითვისების" ფაქტი არ იყო გადამოწმებული, ხოლო ჟურნალისტური ეთიკის სრულად დაცვისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა მოეძიებინა ცეკვის შემსრულებელი და მისგან მიეღო კომენტარი. სიუჟეტის ბოლოს  ჟურნალისტი ასევე საუბრობს თითქოს არსებობს გარკვეული დავა და ამბობს შემდეგ ფრაზას -  "გაგრძელდება თუ არა დავა" . იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული ვინ ასრულებს ცეკვას, ნამდვილად ხდება თუ არა ცეკვის წარდგენა როგორც "სომხური საქორწინო ცეკვა", ვინ  ფლობს ცეკვაზე საავტორო უფლებებს და საერთოდ ფლობს თუ არა, დავაზე საუბარი არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტს.

ვებ გვერდ ARTINFO.GE ს ნაწილში: ვებგვერდმა YouTube-ზე ვიდეოს განთავსება ორი სახით  გააშუქა. გაავრცელა რამდენიმე პირის Facebook სტატუსები და შემდეგ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სრულად მოცემულია "გევორქიანის ცეკვის აკადემიის" ხელმძღვანელის წერილი, სადაც ვართან გევორქიანი განმარტავს შექმნილ გაუგებრობას. წერილში სრულყოფილად არის აღწერილი გარემოები, რომ  ცეკვა "დაისის" ვიდეო, სახელწოდებით "სომხური საქორწინო ცეკვა"  არ გაუვრცელებია აკადემიას, რომ ისინი ყოველთვის უთითებენ ცეკვის წარმოშობის ქვეყანაზე. აღნიშნულის ფონზე სტატია იწყება შემდეგი ფრაზით: "ბოლო დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კატეგორიულად დაგმო და გააკრიტიკა Gevorkian Dance Academy, რომელიც ქართულ ცეკვებს სომხურად ასაღებდა",  რაც ცალსახად წარმოადგენს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.  ასევე არასწორ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სტატიის სათაური "სომხების ბოდიში ქართველებს", რეალურად ბოდიში, ისიც მესამე პირის ნაცვლად შექმნილ გაუგებრობაზე გამოთქვა ვართან გევორქიანმა და ეს ფაქტი არ შეიძლება შეფასებულიყო როგორც "სომხების ბოდიში".

როგორც საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვად ვერ ჩაითვლება ამა თუ იმ პირის პოზიციის მხოლოდ გავრცელება, ყველა გარემოების გადამოწმების გარეშე. "ARTINFO.GE_მ" გაავრცელა სხვადასხვა პირის Facebook სტატუსები, რომლებიც ეხმაურებიან, მათ შორის შეურაცხმყოფელი ფორმით, ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვას, ისე რომ არ არის განმარტებული და გადამოწმებული ფაქტობრივი  გარემოებები და ამით ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელების ხელის შეწყობა.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ დარღვეული იყო  პრინციპის ის ნაწილი, რომლის თანახმად "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები". კერძოდ, განმცხადებლის პოზიციით, მოხდა მიჩქმალვა იმ გარემოების, რომ  ვიდეო, რომელმაც არამართებული ვნებათაღელვა გამოიწვია, გავრცელებული იყო ანონიმი ავტორის და არა "გევორქიანის ცეკვის აკადემიის" მიერ. საბჭოს შეფასებით, სახეზე იყო არა მიჩქმალვა, არამედ მოპასუხე ჟურნალისტებმა არ მიაქციეს ყურადღება ამ მნიშვნელოვან გარემოებას და ამით არ უზრუნველყვეს საზოგადოების უფლება, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რამაც გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".

გადაცემა "2030" ში გასული სიუჟეტის ნაწილში: სადავო მასალის შემდეგ, აღნიშნულ საკითზე "2030-მა" კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა, სადაც მაყურებელს სრულად გააცნეს გევორქიანის  ცეკვის აკადემიის ხელმძღვანელის განმარტება, სადაც ვართან გევორქიანი აღწერს გარემოებებს და გამორიცხავს ცეკვა "დაისის" მითვისებას. მიუხედავად აღნიშნულისა, საბჭო მიიჩნევს, რომ შესწორება არ მომხდარა, ვინაიდან მეორე სიუჟეტში არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით,  იმისათვის, რომ შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ვებ გვერდ ARTINFO.GE ს ნაწილში: საბჭო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის შესწორება არ მომხდარა არც ARTINFO.GE-ს მიერ. სტატიაში, რომელიც ეხებოდა ვართან გევორქიანის წერილს, არა თუ უარყოფილი იყო ის ინფორმაცია, რასაც Facebook სტატუსების  გაზიარებით ავრცელებდა ვებგვერდი, არამედ თავად ეს სტატია შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, რაზეც საბჭომ პირველ პრინციპთან დაკავშირებული მსჯელობისას მიუთითა.

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

აღნიშნულ  პრინციპში მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ჟურნალისტმა თავად არ გამოიყენოს დისკრიმინაციის შემცველი ტერმინოლოგია, არამედ მის პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას  და გაემიჯნოს მას.

გადაცემა "2030" ში გასული სიუჟეტის ნაწილში: რესპონდენტები, რომელთაც ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა "დაისის" "მითვისებასთან" დაკავშირებით,  ფაქტის შეფასებისას აშკარად ამჟღავნებენ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით ("სხვა ნაციის ადამიანი ვერ შეასრულებს").  ასევე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი იყო არაზუსტი და რეალურად დაისის "მითვისება" არ მომხდარა, სიუჟეტის მომზადებამ აქცენტით "ქართული ცეკვა სომხურად?!" და  "მითვისების" რეალურ ფაქტად გავრცელებამ გამოიწვია ეთნიკური დისკრიმინაციის ტალღა, როგორც სოციალურ ქსელებში ისე სხვადასხვა საინფორმაციო ველებში. არასწორ ინფორმაციაზე დარყდნობით გაძლიერდა ეთნიკურად სომეხი პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

ვებ გვერდ ARTINFO.GE ს ნაწილში: აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დისკრიმინაციის მკვეთრად გამოხატული ფორმა. თუ "2030-თან" დაკავშირებით  შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჟურნალისტმა თავიდან არ აიცილა დისკრიმინაციის წახალისება, "ARTINFO.GE-ს" ნაწილში თავად ავტორი ჟურნალისტი  გვევლინება დისკრიმინაციის წყაროდ.  სტატიის სათაურად გამოტანილია: "სომხების ბოდიში ქართველებს", რაც როგორც უკვე აღინიშნა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა  და მხოლოდ იწვევდა  ეთნიკური დაპირსპირების პროვოცირებას. თითქოს ერთი ეთნიკური ჯგუფი, მეორე ჯგუფს ბოდიშს უხდის. "ARTINFO.GE-ს" ასევე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაავრცელა კონკრეტული პირების სტატუსები, რომლებიც არასწორი ფაქტის შეფასებისას იყენებდნენ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას - "ბოდიში მოუხადონ ქართველ ერს"  ,  "მოსთხოვეთ პასუხი ქურდბაცაცებს".

ქარტიის მე_11 პრინციპის ჭრილში, განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტების მიერ არასწორი ინფორმაცია განზრახ გავრცელდა. ამ პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: 1. ფაქტის განზრახ დამახინჯება"

საბჭო მიიჩნევს, კონკრეტულ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია და სახეზე იყო მხოლოდ ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულების უგულვებელყოფა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჟურნალისტებმა ნათია ხართიშვილმა და ზურაბ პატარიძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე_5 და მე-7 პრინციპი
  2. ჟურნალისტებს ნათია ხართიშვილს და ზურაბ პატარიძეს არ დაურღვევიათ  ქარტიის მე_3 და მე_11 პრინციპი.
  3. ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე_3, მე_5, მე_7 და მე_11 პრინციპი.
  4. საინფორმაციო სააგენტო ARTINFO.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე_5 და მე-7 პრინციპი.
  5. საინფორმაციო სააგენტო ARTINFO. GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორს არ დაურღვევია ქარტიის მე_3 და მე-11 პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

საქმის მასალები:
მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00
მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00