გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ა[ა]იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ
08.02.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : ა[ა]იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე;
მოპასუხე : მარიამ ოშხნელი;

27 იანვარი,  2022 წელი

საქმე N – 533

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა [ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე], რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2021 წლის 21 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში სათაურით - „მოსამართლეთა “პროტესტის” ანატომია”, დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, მარიამ ოშხნელი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები,  მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური მედიასაშუალებები სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მასალაში ნახსენებია, რომ „31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრი აირჩია. კონფერენციას 266 მოსამართლე დაესწრო. იმის გამო, რომ წევრების არჩევა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს დაემთხვა, პროცესი ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა გააკრიტიკეს. თქვეს, რომ არჩევნები არ ჩატარდა გამჭვირვალედ და არ იყო კონკურენტული". აქვე ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა.

აღნიშნული განცხადებით კომიტეტმა საქართველოში მყოფი ელჩები საქართველოს კანონმდებლობის უპატივცემულობასა და სახელმწიფოს შიდა საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, კომიტეტის პასუხი რიგი არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა ისეთი სახის რიტორიკად, რომელიც დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე სასამართლო სისტემის იმიჯისათვის.

გადაცემის მეორე ნაწილი ეხებოდა იმ მოსამართლეებს [23 მოსამართლე], რომლებიც არ დაეთანხმნენ  ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას. თავის მხრივ, სადავო გადაცემაში მხარდაჭერილია პოზიცია, რომ 23 მოსამართლის განსხვავებული აზრის არსებობა არ არის ამ მოსამართლეების თავისუფალი აზრი, არამედ გამოწვეულია მათი აფილაციებით “ერთან ნაციონალურ მოძრაობასთან” და წარმოადგენს ამ პარტიასთან კავშირების მქონე მოსამართლეების და ოპოზიციური მედიასაშუალებების ერთობლივ კამპანიას სასამართლოს დისკრედიტაციისთვის.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა პირველი პრინციპი ორი საფუძვლით: მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა და ბალანსის უგულებელყოფა.

როგორც აღინიშნა, გადაცემის პირველი ნაწილი ეხებოდა ელჩების განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. ჟურნალისტმა მაყურებელს არ მიაწოდა სრულად ის კრიტიკული შენიშვნები, რომელსაც შეიცავდა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება. ჟურნალისტმა  არ თქვა, რომ განცხადებაში საუბარი იყო სხვა პრობლემებზე, მაგალითად, იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს ორმა წევრმა თანამდებობა მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში დატოვა; იმაზე, რომ დანიშვნებამდე წინასწარ არ გამოუცხადებიათ კანდიდატები; იმაზე, რომ თითოეულ ვაკანსიაზე წარდგენილი იყო მხოლოდ 1 კანდიდატი, არ იყო ფართო საზოგადოების ჩართულობა და წინასწარი კონსულტაციების შესაძლებლობა ამ პროცესში, და ყველაზე მნიშვნელოვანი - განცხადებების თანახმად, სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს გაცხადებულ მიზნებს სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, საბოლოო ჯამში, აუდიტორიისათვის არასწორი, ნაკლული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებას იწვევს. მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა დგინდება, თუ ჟურნალისტი ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჟურნალისტურ პროდუქტში მოთხრობილი ამბისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ ინფორმაციის დამალვით კი აუდიტორიამ ვერ მიიღო სრული და ზუსტი ინფორმაცია. საბჭო მიიჩნევს, რომ როდესაც სიუჟეტი ეხება ელჩების კრიტიკას და ამ კრიტიკაზე „სათანადო“ პასუხს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტისგან, მნიშვნელოვანი იყო, აუდიტორიას სცოდნოდა კრიტიკის სრული შინაარსი, რათა შემდგომში თავად შეეფასებინა, რამდენად იყო ადეკვატური ადმინისტრაციული კომიტეტის პასუხი და თავის მხრივ, 23 მოსამართლის დამოკიდებულება ამ პასუხის მიმართ.

გადაცემის მეორე ნაწილი უკვე ეხება 23 მოსამართლის პროტესტს და ჟურნალისტი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ 23 მოსამართლის პროტესტის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას. ჟურნალისტის ტექსტი: “ზურაბ ქადაგიძეს ვკითხეთ, რატომ ფიქრობს, რომ 23 მოსამართლის ეს პოზიცია ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგითაა ნაკარნახევი.“ ზურაბ ქადაგიძის მიერ გამოთქმული ბრალდებები: “თითქმის ყველას თუ ნათესავი არა, მეორე ნახევარი ან ძალიან ახლობელი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის არა უბრალო წარმომადგენელი, კორიფე, დამგეგმავი, აქტიური მონაწილე ამ ყველაფერში. ასეთი გახლავთ ქალბატონი ქეთევანის [იგულისხმება მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი] მეუღლე, ბატონი დავითი”, მეორე მხრივ, ჟურნალისტს საერთოდ არ უცდია, რომ ბრალდების ადრესატებთან გადაემოწმებინა ინფორმაცია.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, როგორ სცადა ჟურნალისტმა ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

სიუჟეტში მხოლოდ ბრალდების ერთი  ობიექტის, მოსამართლე ეკა არეშიძის კომენტარია გამოყენებული, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულადან" არის აღებული, თუმცა იგი კონკრეტულ ბრალდებებს პასუხს არ სცემს და არასაკმარისია იმისთვის, რომ ბალანსი მივიჩნიოთ დაცულად. ჟურნალისტს თავად არავითარი ძალისხმევა არ გაუწევია ინფორმაციის გადასამოწმებლად, რათა პატივი ეცა საზოგადოების უფლებისათვის - მიიღოს  ზუსტი ინფორმაცია და საბოლოოდ ელჩების კრიტიკის [რომელიც თავის მხრივ არასრულად გააშუქა] საპირწონედ წარმოადგინა კომიტეტის განცხადება, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც არ დაეთანხმნენ კომიტეტს, სათანადო არგუმენტაციის და გადამოწმების გარეშე დააკავშირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მე-11 პრინციპის დარღვევას ადასტურებდა „კონკრეტული, წინასწარ ჩამოყალიბებული ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ფაქტებით მანიპულირება, რომ თითქოს სასამართლოში არსებული პრობლემა არის გამოწვეული არა კლანური მმართველობით, არამედ ოპოზიციის გავლენების გამტარი მოსამართლეების არსებობით“.

ამ ნაწილში მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად კამპანიურად ავრცელებდა იგივე მედიასაშუალება იმავე საკითხზე გადაუმოწმებელ/ბალანსის გარეშე ინფორმაციას. 

  1. 3 ნოემბერს გადაცემაში „ქრონიკა“ გადაიცა 3-წუთიანი სიუჟეტი, „იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები, დიპლომატების და პოლიტიკოსების გამოხმაურებები“. სიუჟეტი იწყება ინფორმაციით, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიციის ერთი ნაწილი. წამყვანი არ გადმოსცემს განცხადების შინაარსს სრულად, ამას მოსდევს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეფასებებით 3-წუთიანი სიუჟეტი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რა შინაარსის იყო ელჩების განცხადება, არ არის ასახული მეორე მხარის პოზიცია, არ  ჩანს, რას აკრიტიკებდა ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ტიტრი, რომელიც სიუჟეტის თემის სახით მუდმივად ჩანს ეკრანზე, ტოვებს განცდას, რომ სიუჟეტი ეძღვნება მოსამართლეთა კონფერენციის არჩევნების თაობაზე ოპოზიციის და დიპლომატების მოსაზრებას. 
  1. 4 ნოემბრის 20:00 საათიან „ქრონიკაში“ ამ თემას ისევ დაეთმო ყურადღება  2:13-წუთიანი სიუჟეტის სახით: „იუსტიციის საბჭოს წევრები დიპლომატების წარმომადგენლობის და პრეზიდენტების შეფასებებს გამოეხმაურნენ“. სიუჟეტში კომენტარები გააკეთეს მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრებმა.

5 ნოებერს მოსამართლეთა ნაწილი გაემიჯნა ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას.

  1. 10 ნოემბრის გადაცემაში „ქრონიკა“ მომზადდა და გადაიცა სიუჟეტი სახელწოდებით „მოსამართლეთა პროტესტის ანატომია და ჩართეს სტუმარი, მანამდე, პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე მოკლე კომენტარის სახით საუბრობს, თითქოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ მიუთითებს. გივი მიქანაძის ჩართვის შემდეგ საუბარს აგრძელებს სტუმარი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე [რომელიც მთავარი წყაროა სადავო სიუჟეტშიც] და საუბრობს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის კავშირზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. აღნიშნული საკითხიც მხოლოდ ცალმხრივადაა გაშუქებული, არ ჩანს ჟურნალისტის კრიტიკული კითხვები, ამის საპირისპიროდ, ჟურნალისტი შეეცადა მაქსიმალურად გამოეკვლია მოსამართლეთა კავშირები ნაციონალურ მოძრაობასთან, ისე, რომ, როგორც აღინიშნა, არც უცდია მოეპოვებინა მოსამართლეთა პასუხები ან კომენტარები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს ჩამოუყალიბდა მტკიცე მოსაზრება, რომ სადავო სიუჟეტში ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების მიჩქმალვასა და ბალანსის უგულვებელყოფას საფუძვლად ედო განზრახვა, რაც იწვევს ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ ოშხნელმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

 

 

მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00
მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00