გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მორის დანდურიშვილი სალომე გოგოხიას წინააღმდეგ
20.12.2023

განმცხადებელი : მორის დანდურიშვილი;
მოპასუხე : სალომე გოგოხია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;

2 ნოემბერი, 2023 წელი

საქმე N – 703

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, მორის დანდურიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულაში” გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-11  პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სალომე გოგოხია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მასალის სათაურია - „ძალადობის მსხვერპლი". სიუჟეტი ეხება 15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმეს. შემთხვევა ხაშურში მოხდა.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

„თეკლასა და მის ტყუპისცალ დაზე წლების განმავლობაში თანაკლასელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ, სკოლამ კი რეაგირების გარეშე დატოვა".

„თეკლას საქმეზე სკოლის ადმინისტრაცია ჯერ არ დაუკითხავთ, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ იმ კითხვაზეც პასუხის გაცემა, რატომ არაფერი გააკეთა სკოლამ, როცა შეიტყო, რომ თეკლას და მის დას კლასელები აბულინგებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რომ ძალადობის მსხვერპლ გოგონას პრობლემები ჰქონდა".

მასალაში თეკლას მამა ამბობს: „ხდებოდა დაცინვა, როგორც ვიცი, მოქოჩვრა, ჩანთა ფეხით უბურთავეს თურმე და მსგავსი რაღაცები".

განმცხადებლის პოზიციით, არასწორია ფაქტი, რომ კლასელები თეკლას აბულინგებდნენ და სკოლის მხრიდან უმოქმედობა იყო. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტი სკოლასთან მიმართებაში არ საუბრობს ფაქტებზე დაყრდნობით, ხელმძღვანელობს აღქმებით და გადაუმოწმებელი ინფორმაციით.

განმცხადებლის თქმით, არასწორია ის ფაქტიც, რომ დირექტორმა არ იცოდა თეკლას ფსიქოლოგთან ვიზიტების შესახებ. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა სკოლის პოზიცია არ წარმოადგინა მისი მონათხრობის მიხედვით, არამედ შეგნებულად დამახინჯებულად მიაწოდა საზოგადოებას.

მოპასუხემ მიუთითა, რომ მისთვის გაუგებარია დირექტორის პრეტენზია, თითქოს სკოლის პოზიცია არ აჩვენა.

„რეპორტაჟში დირექტორის კომენტარი რამდენჯერმე შევთავაზე მაყურებელს, შესაბამისად, სიუჟეტის მომზადებისას დავიცავი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით განსაზღვრული ის პრინციპები, რომლის დარღვევაზეც მიუთითებს განმცხადებელი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩემი სიუჟეტით ვაჩვენე რეალური პრობლემა, რაც არსებობს სახელმწიფოში, განათლების სისტემაში. რამაც ვერ დაიცვა ბავშვის სიცოცხლე და სწორედ ეს ფაქტი გახდა დირექტორის გაღიზიანების საფუძველი" - ამბობს ჟურნალისტი.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული არცერთი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ „თეკლასა და მის ტყუპისცალ დაზე წლების განმავლობაში თანაკლასელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ, სკოლამ კი რეაგირების გარეშე დატოვა".

ჟურნალისტი აღნიშნული ფაქტის გავრცელებისას დაეყრდნო მხოლოდ თეკლას მამის ნათქვამს, რომელიც ამბობს - „ხდებოდა დაცინვა, როგორც ვიცი, მოქოჩვრა, ჩანთა ფეხით უბურთავეს თურმე და მსგავსი რაღაცები". შემდეგ, როგორც ამბობს, ამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა დირექტორთან და მასწავლებლებთან,

ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/დაწესებულებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მით უმეტეს, როცა ამ ბრალდების ადრესატები არიან ბავშვებიც. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში მათი სახელები და გვარები არ გაჟღერებულა, კლასელების იდენტიფიცირება მარტივად შეიძლება. ამ ტიპის ბრალდებამ, რომელიც სათანადოდ არ არის გადამოწმებული და დადასტურებული, მათ გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურდა, რომ განმცხადებელს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით არ მიუმართავს, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არ დაიცვა ბავშვების [სკოლის მოსწავლეების] საუკეთესო ინტერესები, ცილი დასწამა მათ ბულინგში. ამასთან, განმცხადებლის თქმით, ვიდეო გადაუღო და ინტერვიუ ჩამოართვა 16 წლამდე მოსწავლეებს ისე, რომ არ აუღია ნებართვა მათი  წარმომადგენლებისგან.

მოპასუხის თქმით, მას მოსწავლეები ბულინგში არ დაუდანაშაულებია, ეს იყო მოზარდის მამის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელოც მან გადაამოწმა და ეცადა ყველა მხარე წარმოეჩინა.

„რაც შეეხება მოსწავლეებისგან მიღებული ინფორმაციის გაჟღერებას, სიუჟეტში მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ბავშვები გადაღებულია ზურგიდან, კადრები დაბლარულია და ხმები შეცვლილი" - ამბობს ჟურნალისტი.

არასრულწლოვანები, მათი ასაკიდან გამომდინარე, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს მათი ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისთვის საფრთხის შექმნა. საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სიუჟეტში არასრულწლოვანზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, შესაბამისად, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მერვე პრინციპი.

როდესაც ჟურნალისტი არასრულწლოვანის სავარაუდო თვითმკვლელობაზე მუშაობს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია:

“ოჯახის წევრები ხშირად ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, რომ ჰყვებიან იმას, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ იტყოდნენ. ამიტომ თავად აწონ-დაწონეთ, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ამ ინფორმაციის ან/და კადრების გავრცელება მათ? უფრო მეტ ტკივილს ხომ არ მიაყენებს? გამოქვეყნებულმა მასალამ შესაძლოა დიდხანს იქონიოს გავლენა სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებზე”.

არასრულწლოვანის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე. ამ პრინციპისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ არასრულწლოვანი, მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერ იაზრებს ჟურნალისტურ პროდუქტში მონაწილეობის შედეგებს, მაგრამ უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ მასალის მიმართ მას ზრდასრულ ასაკში. მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს.

საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა მასალაში ერთ წყაროზე დაყრდნობით გაეჟღერებინა ბრალდება. საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტში არ იყო გათვალისწინებული არასრულწლოვანების ინტერესები, მომავალში შესაძლო ნეგატიური შედეგები. მეტიც, არათუ მომავალში, საბჭოს აზრით, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ მსგავსი სახით მასალის მომზადებამ, მამასთან ინტერვიუმ და შემდგომ ეთერში მასალის გასვლამ უკვე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სიუჟეტის გმირების/სკოლის მოსწავლეების ფსიქოლოგიურ-ემოციურ მდგომარეობაზე და ხელი შეუწყო მათ რეტრავმირებას.

მსგავს თემებზე მუშაობისას მედიამ ყოველთვის უნდა უპასუხოს შეკითხვას:

უნდა გაშუქდეს თუ არა კონკრეტული, ცალკეული ფაქტი? გაშუქების შემთხვევაში კი, როგორ დავიცვათ არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესი?

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა სკოლის დისკრედიტაციას და დამაზიანებელი იყო. მისი თქმით, მან ჟურნალისტს სრულად მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა მედიასაშუალებამ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოჭრა.

არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

საბჭოს ჰქონდა მცდელობა მედიასაშუალებისგან მოეპოვებინა სადავო ნაწილის შავი [დაუმუშავებელი] მასალა, თუმცა მედიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული კადრები შენახული აღარ იყო. შესაბამისად, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, ზუსტად რა ინფორმაცია მიეწოდა ჟურნალისტს და რა ნაწილი ამოიჭრა.

აღსანიშნავია, რომ ეთიკის ქარტიას 2022 წელს „TV პირველის" ჟურნალისტების ვასილ დაბრუნდაშვილის, ეკო მაღრაძის, გუგა მაისურაძის წინააღმდეგ მომართა თეკლას დედამ. საბჭომ მაშინ ქარტიის პირველი და მერვე პრინციპის დარღვევა დაადგინა და აღნიშნა, რომ გსიუჟეტში არასრულწლოვანზე გავრცელებული ინფორმაცია  არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სიუჟეტში ბრალდებული უდანაშაულოდ იყო წარმოჩენილი და ნათქვამი იყო, რომ დედამ აიძულა ბავშვი, ბაბუისთვის უმძიმესი დანაშაული დაებრალებინა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სალომე გოგოხიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.
  2. სალომე გოგოხიას არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.

სალომე გოგოხიას დამატებითი წერილი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილებას დაემატა 08.01.2024-ში)

მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00