20.10.2016

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსს.

25.09.2016
გავრცელებული ინფორმაციით 23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა,
08.09.2016
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან "იმედი", "მაესტრო" და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას,
19.08.2016
18 აგვისტოს media.ge-სა და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა, დავით მჭედლიძემ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას გადაღების საშუალებას არ აძლევენ.
19.06.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს. მაუწყებლის ინფორმაციით, 19 ივნისს გამთენიისას ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ინტერვიუს იღებდნენ, როდესაც უცნობმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
17.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის გაშუქებით. სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ მომზადებულ მასალებში ბევრი ისეთი დეტალი გასაჯაროვდა, რაც არ შეიცავდა საზოგადოებრივ ინტერესს.

აღსანიშნავია, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მედია ფრთხილად მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, რათა უნებურად არ გახდეს რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი ანდა მანიპულაციის ობიექტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს:

  • დაიცვან როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრთა, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
  • თავი შეიკავონ ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრების ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს
11.06.2016

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება 2016 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით.

ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩვენო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.

უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო";
• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
• რეგიონული მედიის ასოციაცია;
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
• მედიაკლუბი;
• არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
. მედიის მხარდაჭერის ფონდი
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
03.06.2016

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სწავლობს ტელეკომპანია "მაესტროს" 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს.

03.06.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებელად მიიჩნევს ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ გადაცემების "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" ეთერიდან მოხსნას და 32 თანამშრომელისთვის  შრომითი ხელშეკრულების "დროებით შეწყვეტას".