საბჭოს წევრები

თიკო დავაძე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი.

დაამთავრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2016 წლიდან მუშაობს სათემო რადიო “მარნეულში”. აქტიურად აშუქებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, ქალთა და ადამიანის უფლებებს.

2023 წელს გაიმარჯვა კონკურსში “გენდერი ფოკუსში”, კონკურსში "მედია თანასწორობისათვის 2022" კი “თანასწორობის ჩემპიონი” გახდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2024 წლის 28 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

ირაკლი მსხილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტია.

2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2005 წლიდან მუშაობდა რადიო „მწვანე ტალღის“ ბათუმის ოფისში. 2006 წელს დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით გენდერულ თემატიკაზე მომზადებული რადიო სიუჟეტისთვის (გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსი). 2008 წლიდან, აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რეპორტიორია, ხოლო 2015 წლიდან გადაცემა „ბუნების კანონის“ ავტორი და წამყვანი. 2017 წელს მედია კონკურსში „სატყეო რეფორმა“ დაჯილდოვდა საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისთვის.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2024 წლის 28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. 
 

ნინო გელაშვილი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია პროგრამების მენეჯერია. მას მედიაში მუშაობის თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ტელეკომპანია “ფორმულას” ბიზნეს რედაქციის (“ბიზნეს ფორმულა” Powered by Bloomberg) ჟურნალისტი იყო. 


ნინო გელაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). ამჟამად ნინო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2017-დან 2023 წლამდე ის ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მოწვეული ლექტორი იყო.  

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2024 წლის 28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. 
 

საინფორმაციო სააგენტოს "სამხრეთის კარიბჭე" რედაქტორი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

 

2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა  საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეში“ ჟურნალისტად, 2019 წლიდან დღემდე არის ამავე გამოცემის რედაქტორი.

 

მან საბჭოს წევრის პოზიციაზე, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, შეცვალა ირმა ზოიძე, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

 



„ჩემი ხარაგაულის" ჟურნალისტი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტისკის ფაკულტეტი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

„სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი. 

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2014 წლიდან მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „სივილ პრესში” ჟურნალისტად, შემდეგ კი რედაქტორად. 2016 წლიდან არის „სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი. 2016 წელს მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

„სტუდია მონიტორის" რედაქტორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 

ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც. 

მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).

2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი იყო. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე. ამავე დღეს გახდა საბჭოს თავმჯდომარე 1 წლის ვადით. 2024 წლის 28 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მეორე ვადით, კიდევ ერთი წლით.


 

ონლაინგამოცემა Qartli.ge-ს რედაქტორი – 2011 წლიდან.

მანამდე 2006 წლიდან იყო რეგიონალური გაზეთის ,,ქართლის ხმის“ რედაქტორი. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა გამოცემებთან – ინდიგო, ჯემ-ნიუსი, რადიო თავისუფლება.

Qartli.ge ამზადებს მასალებს გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების შესახებ, ასევე, რეპორტაჟებს რეგიონში მცხოვრები, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლებიდან. პირველი რეგიონალური გამოცემა საქართველოში, რომელმაც, ორი მძიმე კონფლიქტის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ხმა ოსურ ენაზე გააჟღერა. ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის საერთო კრებაზე.

სათემო რადიო „მარნეულის“ მულტიმედია ჟურნალისტი.

დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. 2016 წლიდან მუშაობს სათემო რადიო „მარნეულში“. არის „ქარტიის პრიზი 2020“-ის გამარჯვებული კატეგორიაში ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე.

ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის საერთო კრებაზე.