ონლაინგამოცემა Qartli.ge-ს რედაქტორი – 2011 წლიდან.
მანამდე 2006 წლიდან იყო რეგიონალური გაზეთის ,,ქართლის ხმის“ რედაქტორი. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა გამოცემებთან – ინდიგო, ჯემ-ნიუსი, რადიო თავისუფლება.
Qartli.ge ამზადებს მასალებს გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების შესახებ, ასევე, რეპორტაჟებს რეგიონში მცხოვრები, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლებიდან. პირველი რეგიონალური გამოცემა საქართველოში, რომელმაც, ორი მძიმე კონფლიქტის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ხმა ოსურ ენაზე გააჟღერა. ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს, 2022 წლის 24 დეკემბერს ქარტიის საერთო კრებაზე.