კატეგორია : ტრენინგები;
ტრენინგისას მოსწავლეებმა განიხილეს როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას, საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას; როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან. რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის აღქმას.
ტრენინგში მონაწილეობდნენ, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ღია კონკურსით შეირჩნენ.