"ქარტიის პრიზი" ნომინაციაში საუკეთესო
სტატია/ნარკვევი
გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი"შსს-ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული მიკაილ კადიევის
საქმე"
საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთის პროკურატურას გადასცეს
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი, 32 წლის მიკაილ კადიევი.
საქართველოში კანონიერად მყოფი კადიევი შს სამინისტროს
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2012 წლის დეკემბერში
მოიტაცეს და საბუთები ჩამოართვეს. კადიევმა გაქცევა მოახერხა. 6 თვის
შემდეგ ის თბილისში "ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობის"
ბრალდებით დააკავეს. კადიევს ეს დანაშაული არ დაუმტკიცდა, თუმცა
სასამართლომ მას 2 წლით პატიმრობა მაინც მიუსაჯა, საქართველოს
მთავრობამ კი უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. იხილეთ სრულად
"ქარტიის პრიზი" ნომინაციაში
საუკეთესო სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
ცქრიალა შერმადინი, სტუდია "მონიტორი"საგამოძიებო ფილმი "ჰაერი, როგორც საფრთხე"
"ქარტიის პრიზი" ნომინაციაში საუკეთესო
რადიორეპორტაჟი
ეკა ქევანიშვილი, რადიო "თავისუფლება""ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი"თებერვლის დასაწყისია. დილიდან თოვს. გზა ალაგ-ალაგ მოყინულია.
სინოპტიკოსები ამ დღეებში მინუს ათ გრადუს ყინვას ვარაუდობენ. ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვართ, გორში. თავშესაფრის
ბინადართა ნაწილი თავ-თავის ოთახებშია შეკეტილი და ფანჯრიდან დათოვლილ
ქუჩებს გაჰყურებს. ბავშვები სკოლაში არიან. ზოგი თავის საქმეზეა
გასული, ზოგიც მუშაობს. თავშესაფარში თბილა. იხილეთ სრულად.
"ქარტიის პრიზი" ნომინაციაში
საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევარი ბავშვთა
საკითხებზე
სოფო აფციაური, ჟურნალი "ლიბერალი""განათლება, რომელსაც ვერ ვხედავ" სოფოს სოფელი
შორსაა. საჩხერიდან მასთან ტაქსით, დანგრეული, მიხვეულ-მოხვეული გზით
მივდივარ. გზაში ადამიანები არ მოძრაობენ, მხოლოდ მანქანის ხმაური
ისმის. მწვანე ჭიშკართან ახალგაზრდა ქალი, სოფოს დედა, დგას. სოფო ათი
წლისაა და სოფელ პასიეთში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს.
იხილეთ სრულადქარტიის პრიზი 2013-ის
გამარჯვებული ნამუშევრები