კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 28 იანვარს 4 საქმეს განიხლავს:
12:00 საათი - მუხრან ავალიანი
"ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტების,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 28 იანვარს 4 საქმეს განიხლავს:
- 12:00 საათი - მუხრან ავალიანი "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტების, თამილა ზოიძისა და დიანა თურმანიძის წინააღმდეგ - განცხადების მიხედვით, 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" გავიდა სიუჟეტი "სახლი გზის გარეშე", რომელიც მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. ავალიანი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
- 13:30 საათი - გიორგი ტატიშვილი "ლიბერალის" ჟურნალისტის ზურაბ ვარიაშვილის წინააღმდეგ - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. განმცხადებლის თქმით, "გამოქვეყნებულ მასალაში დამახინჯებით არასწორად და მიკერძოებულად არის გადმოცემული ფაქტები და არსებული ინტერვიუს მასალები."
- 15:00 საათი - სახალხო დამცველი "ლიბერალის" ჟურნალისტის, ნათია ამირანაშვილის და "მონიტორის" ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის წინააღმდეგ. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ეთიკის პრინციპები დაირღვა ომბუდსმენის მიერ ძვირადღირებული მანქანის შეძენის შესახებ მომზადებულ რამდენიმე მასალაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ დარღვეულია რამდენიმე პრინციპი, მათ შორის - პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
- 18:00 საათი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) kvira.ge წინააღმდეგ - სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.