ტრენინგი -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ჟურნალისტური და სამართლებრივი მიდგომები

კატეგორია : ანონსი;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ჟურნალისტური და სამართლებრივი მიდგომები

 

ორდღიანი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის გაიმართება 7-8 მაისს, თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 1. 6ბ).  ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეულიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. უპირატესობა მიენიჭებათ ქარტიის წევრებს.

 

მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  როგორ უნდა გაშუქდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რა შემთხვევაში არსებობს საჯარო ინტერესი, როცა შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დასაშვები იყოს. როგორია საერთაშორისო მედიის გამოცდილება ამ კუთხით. რა პრაქტიკა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ მიმართულებით. რა მიდგომები, თანხვედრა და განსხვავებები არსებობს მედიასა და სამართალში.

ტრენინგს უძღვებიან ნინო ჯაფიაშვილი და ბესარიონ ბოხაშვილი

  • ნინო ჯაფიაშვილი - ჟურნალ "ინდიგოს" დამფუძნებელი. კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლაში (GIPA) ასწავლის მედია ეთიკას. ატარებს ტრენინგებს მედიის სხვდასხვა მიმართულებით.  იყო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქტორი და მისი ვებ-გვერდის კურატორი. "ლიბერალის" ერთერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. საერთო ჯამში მას სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. არის ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი
  • ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში. 2012 წლიდან ის ასევე არის ევროპის საბჭოს ადგილობრივ წარმომადგენელი საქართველოში მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების კუთხით. აგრეთვე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორი და ასოცირებული პროფესორია.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV  25 აპრილის 18:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: "პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მედიასა და სამართალში"

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503, ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით