2014 წლის 21 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება მედეა ვასაძის
განცხადება ჯაბა ანანიძის და ირმა ზოიძის წინააღმდეგ. სადავო
ჟურნალისტური პროდუქტია ფილმი: "უმაღლესი კომფორტით". სხდომა
გაიმართება ქალაქ ბათუმში, მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2,
"პრეს კაფე". სხდომა დაიწყება 11:00 საათზე.