ხვალ 20 მარტს, 2 საათზე გაიმართება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომა. სხდომაზე განიხილება საქმე - "კობა კობალაძე
"რუსთავი2-ის" ჟურნალისტების წინააღმდეგ".
გენერალ კობა კობალაძის წარმომადგენელი ემზარ პაქსაძე სიუჟეტის
ავტორებს წინასწარ განზრახული ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში
ადანაშაულებს. მან ქარტიის საბჭოს განცხადებით 12 თებერვალს მიმართა.
განმცხადებელი სადავოდ ხდის 2014 წლის 1 თებერვალს 21 საათიან
კურიერში ე.წ "მუხროვანის ამბოხზე" გასულ სიუჟეტს. ქარტიის საბჭოს
სხდომა გაიმართება "ფრონტლაინ კლუბში", მისამართი ლადო ასათიანის ქუჩა
62.
კობა კობალაძის წარმომადგენლის განცხადება PDF